ევროპარლამენტარებთან განვმარტეთ, რომ ყველა საპარლამენტო პარტიას შევთავაზეთ პროცესში მონაწილეობა, განვუმარტეთ, როგორ მიდის ყველაფერი, დეტალურად არიან ინფორმირებულნი-ირაკლი კობახიძე

20 სექტემბერი 2022, 19:16 775 ნახვა

შეხვედრაზე განვმარტეთ, რომ ყველა საპარლამენტო პარტიას შევთავაზეთ პროცესში მონაწილეობა, მათი ნაწილი ჩართულია, ნაწილი არ არის ჩართული. შინაარსთან დაკავშირებითაც განვუმარტეთ, როგორ მიდის ყველაფერი. მთლიანობაში დეტალურად არიან ინფორმირებული ამ პროცესთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მმართველმა გუნდმა არაერთი ინიციატივა გაითვალისწინა ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის იმ ნაწილისგან, რომლებიც სამუშაო ჯგუფებში არიან ჩართულნი.

„ჩვენ პარალელურ პროცესზე ვერ ვიქნებით პასუხისმგებელნი. ჩვენ ვართ პასუხისმგებლები იმ პროცესზე, რომელიც წარიმართება საპარლამენტო ფორმატებში. საპარლამენტო ჯგუფებში დაწყებულია მუშაობა, ბევრგან დასრულებულიც კი არის. ჩვენ ამაზე ვართ პასუხისმგებელი. იმ პარტიებთან ერთად, რომლებიც არიან წარმოდგენილნი სამუშაო ჯგუფებში, ასევე შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებთან, არამარტო განვიხილავთ საკითხებს, არამედ ვისმენთ მათ მოსაზრებებს. საარჩევნო რეფორმის კუთხით, საკანონმდებლო ზედამხედველობის მხრივ, უამრავი მათი წინადადებაა ასახული. პროცესი არის არამარტო ფორმალურად ინკლუზიური, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისითაც“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტში შეხვედრებს მართავენ ევროპარლამენტარები სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი. ევროპარლამენტარები უკვე შეხვდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი