პოლიციამ თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, გურიასა და მესტიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. დაკავებულია 4 ადამიანი. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.