12 პუნქტიანი რეკომენდაცია

20 სექტემბერი 2022, 11:45 418 ნახვა

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი დღეს 12 პუნქტიანი გეგმის შესასრულებელ საკუთარ ვერსიას გაასაჯაროებს. მათი განმარტებით, სახელისუფლებო გუნდის რიტორიკა არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რაც ევროკავშირმა დაავალა ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, ამიტომ ოპონენტები განსხვავებულ ინიციატივებს წარადგენენ. ამბობენ რომ, მათი სამუშაო გეგმა შეეხება ყველა იმ სფეროს, სადაც აუცილებელია რეფორმები. მმართველი გუნდი კი ოპოზიციას პოლარიზაციის გაღრმავებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ოპონენტების დამოუკიდებლად მუშაობა ხელს შეუშლის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი