ევრორეკომენდაციების შესრულების ფარგლებში სასამართლო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა თქმის 7 საათი მიმდინარეობდა. რეკომენდაციებზე მუშაობა გრძელდება, აქცენტი კეთდება როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებისა და გადაწყვეტილებების მიღების წესზე, ასევე მოსამართლეთა დაწინაურებისა და სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევაზე. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ სასამართლოს საკითხზე კონსენსუსი რთულად მისაღები იქნება. ოპოზიცის ერთი ნაწილი კი დღევანდელ შეხვედრას არ დასწრებია, რადგან ცალკე მუშაობენ და ინდივიდუალურად წარუდგენენ პროექტს საკანონმდებლო ორგანოს.