სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლები აშშ-ში შეხვდებიან

19 სექტემბერი 2022, 17:54 552 ნახვა

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სომხური მხარის ინიციატივით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება შეხვედრა სომეხ და აზერბაიჯანელ საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. ეს არის პირველი შეხვედრა არარატ მირზოიანსა და ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის მას შემდეგ, რაც ქვეყნებს შორის 13-15 სექტემბერს მომხდარ სასაზღვრო შეტაკებებს 200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. ამჟამად ცეცხლი შეწყვეტილია. სომხეთში, აზერბაიჯანთან სასაზღვრო დაპირისპირების შემდეგ, ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი