ტაჯიკეთ-ყირგიზეთის კონფლიქტი

18 სექტემბერი 2022, 14:39 681 ნახვა
00:00
00:00

36-მდე გაიზარდა ტაჯიკეთთან დაპირისპირების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა ყირგიზეთში - ამის შესახებ ინფორმაციას ყირგიზეთის ხელისუფლება ავრცელებს. დაშავებულია 129 ადამიანი. კონფლიქტის ზონიდან კი 137 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ტაჯიკურ მხარეს მსხვერპლის რაოდენობა ოფიციალურად ჯერ არ გაუვრცელებია. არაოფიციალური ცნობებით, ტაჯიკეთის მხარეს მოკლულია 30 ადამიანი.
კადრი

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში