ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური კვლავ უკრაინის ენერგოსისტემას მიუერთდა . სააგენტოს განცხადებით, მას შემდეგ რაც ინჟინრებმა ოთხი დაზიანებული ხაზიდან ერთის აღდგენა მოახერხეს, ელექტროსადგური ელექტროენერგიას კვლავ ეროვნული ქსელიდან იღებს. ზაპოროჟიეს ელექტროსადგური რუსეთის ჯარმა, ომის დაწყებიდან მალევე დაიკავა, თუმცა სადგურს კვლევას უკრაინელი ექსპერტები მართავენ.