მაუწყებლის მიმართვა უმაღლეს საბჭოს

16 იანვარი 2017, 00:00 2186 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი უმაღლეს საბჭოს მიმართავს, ნათია კაპანაძე მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტების პროცესზე ამახვილებს ყურადღებას, ნათია კაპანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია პროცესში მმართველი რგოლი სრულყოფილად იყოს ჩართული. „ამ ეტაპზე ორგანიზაციას არ გააჩნია მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიის დოკუმენტები, გასამართია მართვის სტრუქტურა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას თანამშრომელთა უსაფრთხოებისა და ორგანიზაციის ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ- ტექნიკური საკითხები“ - ნათქვამია წერილში.   შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო 5 წევრისგან შედგება, თუმცა, რამდენიმე თვის წინ, ზაზა ხალვაშმა საკუთარი განცხადების საფუძველზე თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. მრჩეველთა საბჭოში ამ ეტაპზე ოთხი  წევრია , მათგან ორი ნაციონალური მოძრაობის,  ერთი თავისუფალი დემოკრატების და ერთიც რესპუბლიკელების კვოტით. კანონის თანახმად, სწორედ, უმაღლესი საბჭო აკომპლექტებს  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი