დარჩიაშვილის შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან

17 სექტემბერი 2022, 11:44 643 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან - ჯიჰან სულთანოღლუსა და ვიორელ მოშანუსთან. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხილულ იქნა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხები. მათივე ინფორმაციი, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემოზე, ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და ფორმატის ეფექტიანი გამოყენების აუცილებლობას, რათა მიღწეულ იქნას  რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, აგრეთვე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი