როგორ ამარტივებს შშმ ადამიანთა ყოველდღიურობას თანამედროვე ტექნოლოგიები და როგორ უწყობს ხელს მათ დასაქმებაში. თემაზე ბათუმში კონფერენცია იმართება. მიზანია საზოგადოებას და დაინტერესებულ მხარეებს გააცნონ დოკუმენტი, რომელიც იმ რეკომენდაციებს აერთიანებს, რომლების დახმარებითაც სახელმწიფოს საშუალება ექნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტური ტექნოლოგიების მხარდამჭერი პროგრამა დააფინანსონ. როგორც აღნიშნეს თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც სპეციალურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის იქმნება დიდ როლს თამაშობს მათი სოციალიზაციის საკითხში. კონფრენციის ორგანიზატორი ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრია. ასევე ცვლილებები თანაბარი უფლებისათვის და კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.