ბათუმში კრეატივის საერთაშორიო ფესტივალი - AD BLACK SEA გაიხსნა. ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და რეკლამითა და მარკეტინგით დაინტერესებულ ადამიანებს აერთიანებს. ფესტივალის ორდღიანი პროგრამა მოიცავს სემინარებს, ვორქშოპებს, პანელურ დისკუსიებს. ღონისძიებას წელს 1000-ზე მეტი დელეგატი ესწრება, ხოლო მათ ნამუშევრებს 11 კატეგორიაში ჟიური ხვალ გამოავლენს. ფესტივალს ორგანიზოტორების გადაწყვეტილებით წელს გამოეთიშნენ რუსი და ბელარუსი სტუმრები, ხოლო განსაკუთრებული პირობით ისარგებლებენ უკრაინელი დელეგატები.