სკოლებთან ერთად სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დაიწყო ბაღებშიც. ბათუმის ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, ბაღებს კიდევ 3 060 ბავშვი შეემატა. რაც შეეხება კოვიდრეგულაციებს. დილით, ბავშვების მიღებისას თერმო სკრინინგის ჩატარება საჭირო აღარ იქნება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ჯგუფში აღსაზრდელს ან აღმზრდელს კოვიდი დაუდასტურა, ეს ჯგუფი ხუთდღიან იზოლაციაში გადავა. ბათუმის ბაღებში სულ 9000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.