აჭარის ტურისტულ პოტენციალს ჩეხი ჟურნალისტები ეცნობიან. მედიატურის ფარგლებში მათ მოინახულეს მთიანი აჭარა, იმყოფებოდნენ მტირალას ეროვნულ პარკში და დაათვალიერეს ბათუმის ღირსშესანიშნაობები. რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ ჩეხი ჟურნალისტების მიერ მომზადებული სტატიები, სიუჟეტები და ბლოგები ჩეხეთის წამყვან ონლაინ პლატფორმებზე გამოქვეყნდება , რომლებსაც მილიონობით აუდიტორია ჰყავს. ჩეხეთი აჭარისთვის წელს საცდელი ტურისტული ბაზარია.