კენკროვანი კულტურების საერთაშორისო ფორუმი

14 სექტემბერი 2022, 11:49 250 ნახვა

კენკროვანი კულტურის საერთაშორისო ფორუმი იმართება ბათუმში.  ქართველი და უცხოელი ექსპერტები ადგილობრივ ფერმერებს მოცვისა და სხვა კენკროვანი კულტურების გაშენება-მოვლასთან დაკავშირებულ გამოცდილებას გაუზიარებენ და თანამედროვე აგროტექნოლოგიებს გააცნობენ. საქართველოში ბოლო ორი წელია აქტიურად მიმდინარეობს მოცვის ბაღების გაშენება. სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ კენკროვანი კულტურებისთვის ქვეყანაში ხელსაყრელი პირობებია, მაღალია ფერმერების დაინტერესებაც და შესაბამისად მის განვითარებას დიდი პერსპექტივა აქვს.  როგორც ამბობენ, საქართველოში მოყვანილი მოცვი უკვე იყიდება  მსოფლიო ბაზარზე და ქვეყანას საშუალება აქვს  მოცვი მიაწოდოს ევროპასაც კი მაშინ, როცა იქ დეფიციტი შეიქმნება.  მოცვის კულტურის განვითარებისთვის  მოქმედებს არაერთი  სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამა. ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია იუ-ეს-ეი-დი და საერთაშორისო ფორუმის  ორგანიზატორიც სწორედ  ის არის. შეხვედრა ორ დღეს გაგრძელდება და საუბარი იქნება ასევე  პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლის წინაშეც აღმოჩნდნენ ფერმერები.  მაგალითად აჭარაში კეკნკროვანების  შესანახად დამატებითი სამაცივრე მეურნეობების საჭიროებაზე საუბრობენ.  რეგიონში მოცვის კულტურა  უკვე 150 ჰექტარზეა გაშენებული.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში