დაკავება ქურდობის ბრალდებით

13 სექტემბერი 2022, 14:35 739 ნახვა

პოლიციამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ე.წ. სკანერის გამოყენებით ხსნიდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მფლობელობაში არსებულ ავტომობილებს, საიდანაც პირად ნივთებსა და ფულს იპარავდნენ. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები და ფული ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი