პნევმონიით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა

15 იანვარი 2017, 00:00 2288 ნახვა

9 დღის შემდეგ ბათუმში, პნევმონიით  კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. ექიმები ამბობენ, რომ პაციენტებმა სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართეს. ორივე მათგანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.  მათ შორის ერთ-ერთი 88 წლის მამაკაცია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ  ეს არის h3 ქვეტიპის ვირუსი რომელიც სეზონს ახასიათებს.  ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ვირუსული ინფექციების ჩივილებით მიმართვიანობამ  მიმდინარე კვირას იკლო, თუმცა  თებერვალში შემთხვევების მატებას ვარაუდობენ. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი