აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

13 სექტემბერი 2022, 10:18 488 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

"აშშ ღრმად არის შეშფოთებული სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებების შესახებ ცნობების გამო, მათ შორის სომხეთის შიგნით დასახლებებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმების შესახებ ცნობების გამო. როგორც ჩვენ დიდი ხნის წინ მკაფიოდ განვაცხადეთ, კონფლიქტის სამხედრო გზით დარეგულირება არ შეიძლება. ჩვენ მოვუწოდებთ ნებისმიერი სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ“,- ნათქვამია განცხადებაში.

სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ბრძოლები 13 სექტემბრის, დაახლოებით, 00:05-ზე დაიწყო. აზერბაიჯანი მომხდარ შეტაკებებზე პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს. სომხეთი კი, თავის მხრივ, აზერბაიჯანს ადანაშაულებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი