სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური შეტაკებები გრძელდება

13 სექტემბერი 2022, 09:22 630 ნახვა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ორმხრივი ცეცხლი გრძელდება, საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე პოზიციური შეტაკებები მიმდინარეობს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 სექტემბერს, 00:05 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა გორისის, სოტკისა და ჯერმუკის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. გამოყენებულ იქნა უპილოტო საფრენი აპარატები.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ სომხურ მხარეს არსებული დანაკარგების შესახებ მონაცემები ზუსტდება. უწყება შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ ბაზებზე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით. მათივე მტკიცებით, სომხური დივერსიული ჯგუფები აზერბაიჯანული ბაზების მაკავშირებელ გზებს ნაღმავდნენ.

აზერბაიჯანული მხარე უარყოფს ინფორმაციას სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შესახებ და სომხეთს ფართომასშტაბიანი პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი