„დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“-მედიაწიგნიერების პროექტი კომუნიკაციების კომისიამ შემდგომი განხორციელებისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტს გადასცა. დეზინფორმაციასთან გამკლავებაში საჯარო სკოლისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების 900-ზე მეტი პედაგოგი გადამზადდა. პროექტი ევროკავშირის დელეგაციის დაფინანსებითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განახორციელდა.