სტამბოლი - ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა. რეისი 09:40 წთ-ზე იყო ჩანიშნული, თუმცა თვითმფრინავის დაჯდომას ხელი ქარმა შეუშალა. კომპანია „ტავ ჯორჯიაში „ გვითხრეს, რომ რეისი ტრაპიზონის მიმართულებით გაგრძელდა. ზუსტად როდის შეძლებენ ბათუმის მგზავრები საქართველოში გადმოფრენას ჯერ უცნობია, განახლებული რეისი იგივე კომპანიამ უნდა შეასრულოს.