„ საფარის“ ბრალდება თავდაცვის სამინისტროს და უწყების გამოხმაურება

09 სექტემბერი 2022, 14:47 518 ნახვა

ორგანიზაცია „საფარი“-ს აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით,  თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ უწყებაში ქალს სექსუალურად ავიწროებენ. ბაია პატარაის თქმით,  გენერალურ ინსპექციაში მტკიცებულებები  2 კვირაზე მეტი ხნის წინ წარადგინეს,  თუმცა  უწყებას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია,  ქალს კი როგორც ამბობს, ისევ იმ უფროსთან უწევს მუშაობა, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. მისი ადვოკატის განცხადებით, დაზარალებული მხოლოდ ერთი ქალი არ არის და  სექსუალური შევიწროვების შესახებ სხვებიც საუბრობენ.  გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ   გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტზე სამსახურეობრივი შემოწმება დაწყებულია.  უწყებაში განმარტავენ, რომ საქმესთან  დაკავშირებული ყველა პირი გამოიკითხა, შეისწავლეს მტკიცებულებები, რაც  მათი განმარტებით შრომატევად პროცედურებს მოიცავს, თუმცა აღნიშნულია, რომ    გენერალური ინსპექცია აქტიურად მუშაობს, რათა მოხდეს ფაქტის შესახებ შემაჯამებელი გადაწყვეტილებისთვის საჭირო ინფორმაციის დროული შეგროვება, არ დაირღვეს უდანაშაულობის პრეზუმფცია და სახალხო დამცველს კანონით დადგენილ ვადებში მიეწოდოს წერილით მოთხოვნილი შესაბამისი ინფორმაცია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი