პოლონელი ჟურნალისტების პრეს-ტური აჭარაში. ისინი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმყოფებიან და რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიებსა და რეპორტაჟებს ამზადებენ. უწყების ინფორმაციით, ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების, ბოტანიკური ბაღისა და გონიოს ციხის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებმა მთიანი აჭარა მოინახულეს, სადაც მათთვის ფოლკლორული შოუ და ადგილობრივი კერძების დეგუსტაცია მოეწყო. დეპარტამენტის ინფორმაციით, სექტემბერში აჭარას ჟურნალისტები ჩეხეთიდან, ლატვიიდან, ისრაელიდან, საუდის არაბეთიდან და ევრონიუსის სათავო ოფისიდან ეწვევიან. აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს წელს ტურსააგენტოს და მედიის 150-მდე წარმომადგენელი გაეცნო.