აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის დამატებითი, 675 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დახმარება დაამტკიცა, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, შეერთებული შტატების "რამშტეინის“ ავიაბაზაზე მოკავშირე ქვეყნების მაღალჩინოსნებთან შეხვედრის დასაწყისში განაცხადა.
დახმარების უახლესი პაკეტი მოიცავს ჰაუბიცებს, საარტილერიო საბრძოლო მასალებს, მაღალი მობილობის მრავალფუნქციური ბორბლიანი მანქანებს, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს და სხვა.
რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან აშშ-მა უკრაინას 10 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება გამოუყო.