ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ჟოზეფ ბორელს შეხვდა.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიღების პერსპექტივა და სტატუსის მისანიჭებლად გადასადგმელი ქმედითი ნაბიჯების განხილვა იყო ის ძირითადი საკითხები რომლებიც საქართველოს პრემიერ მინისტრმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა ბრიუსელში საქართველოს ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომამდე გამართულ პირისპირ შეხვედრაში განიხილეს