„დიდება უკრაინას“ - საერთაშორისო კონფერენცია

06 სექტემბერი 2022, 11:31 402 ნახვა

“დიდება უკრაინას” - თბილისი მე-6 საერთაშირისო კონფერენციას  მასპინძლობს. შეხვედრაში უსაფრთხოების რეგიონული ექსპერტები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ორგანიზატორების განცხადებით, კონფერენციაზე განსახილველი მთავარი საკითხებია უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენა გეოპოლიტიკურ პროცესებზე, ასევე დემოკრატიის გამოწვევები და საქართველოს ევროპული მომავალი. კონფერენციის მიზანია ისეთი ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებიც განიცდიან რუსეთის ზეწოლას.

კონფერენციას ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები ესწრებიან. ღონისძიებაში არ მონაწილეობს მმართველი პარტია. საერთაშორისო კონფერენცია დღეს სრულდება.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში