პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1 ადამიანი დააკავა.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა ახლობელს დიდი ოდენობით ვალის გადახდა მოსთხოვა, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მას ძალადობით დაემუქრა.
დანაშაული 4-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. უწყებამ მტკიცებულებად აუდიოჩანაწერიც გამოაქვეყნა.