მსოფლიო სერიის ფინალური ეტაპი ქვიშის ჭიდაობაში

03 სექტემბერი 2022, 10:13 606 ნახვა

საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები 2022 წლის სეზონს რუმინეთის ქალაქ კონსტანტაში დახურავს, სადაც 3-4 სექტემბერს მსოფლიო სერიის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს და მასში ჯემალ კილაძის გუნდი 7 სპორტსმენით მიიღებს მონაწილეობას.

წელს მსოფლიო სერიის ოთხი ეტაპი გაიმართა და საქართველოს ნაკრები ოთხივეში საუკეთესო იყო.

ოთხი წონითი კატეგორიიდან სამში: 70, 80 და +90 კილოგრამებში ქართველი მოჭიდავეები რეიტინგის ლიდერები არიან. 90 კილოგრამში კი მეორე და მესამე ადგილებს იკავებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი