ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ (AIC) აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
ასოციაცის წევრებმა აგვისტოს თვის 3 ტურის მატჩები შეაჯამეს და 67 %-ით გამარჯვებული "ნაპოლის" ქართველი შემტევი გახდა.
კვარაცხელიამ "ლაციოს" წევრ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს და "მილანის" მცველ პერ კალულუს აჯობა. "სერია ა"-ს 4 შეხვედრაში ქართველ ფეხბურთელს 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს.