Lufthansa-ს ​მფრინავები გაიფიცნენ

02 სექტემბერი 2022, 14:43 478 ნახვა

გერმანული ავიაკომპანიის „ლუფთჰანზას“ მფრინავების გაფიცვის გამო ფრანკფურტსა და მიუნხენში 800-მდე რეისი გაუქმდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ავიაკომპანიის მონაცემებით, გაფიცვა 130 ათას მგზავრს შეეხება. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მუშაობენ გაფიცვის შედეგების მინიმალიზებისთვის.

აგვისტოს დასაწყისში „ლუფთჰანზას“ მენეჯმენტმა კომპანიის სახმელეთო პერსონალთა შეთანხმებას მიაღწია მას შემდეგ, რაც მათი გაფიცვის გამო ათასზე მეტი რეისი გაუქმდა.

მაშინ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ავიაკომპანიის 20 ათასამდე თანამშრომელს 2023 წლის იანვრიდან ყოველთვიური ანაზღაურება 2.5%-ით გაეზრდება, შემდეგი წლის პირველი ივლისიდან კი – კიდევ 2.5%-ით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი