საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ იტალიის ნაკრებთან 8:18 დამარცხდა.
ხორვატიის ქალაქ სპლიტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ამ შემთხვევაში იტალიელმა ოთხივე პერიოდში გაიმრჯვეს და დაგეგმილი ქულები ჩაიწერეს აქტივში.
საქართველოს ნაკრები, რომელიც კონტინენტის პირველობაზე მეხუთედ ასპარეზობს მთავარი მატჩი სლოვაკეთის წინააღმდეგ ელოდება და მოგების შემთხვევაში 1/8-ფინალში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს.
სლოვაკეთთან შეხვედრა 2 სექტემბერს თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.