არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით გორში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა.
პროგრამის ფარგლებში არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან კილოგრამ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.
საკოორდინაციო შტაბში ადგილობრივ ფერმერებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი შეხვდა.