​კოვიდდადებითობის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია, სასურველია ტესტირების მაჩვენებელი გაიზარდოს - ბიძინა კულუმბეგოვი

30 აგვისტო 2022, 12:26 1032 ნახვა

ბოლო ორი კვირის მონაცემებით, 17%-იანი კოვიდდადებითობის მაჩვენებელი გვაქვს, რაც უპრეცედენტოდ მაღალია და შიდა გავრცელების საკმაოდ მაღალ მასშტაბებზე მიუთითებს, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა შესაძლოა, საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის 6000-დან 20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს.

"თუ შევხედავთ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მონაცემებს, ჩვენი ტიპის დადებითობის მაჩვენებლის, ჩატარებული ტესტირების რაოდენობითა და სხვა მონაცემებით, შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურად 6000-დან 20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს. სასურველია ტესტირების მაჩვენებელი იყოს უფრო მეტი, რასაც აქვს პირდაპირი კლინიკური ღირებულებითი მნიშვნელობა. ქვეყანას პიკური გავრცელება გადავლილი აქვს, ჩვენ ახლა ვართ გავრცელების იმ მასშტაბზე, სადაც არის პლატო და შეიძლება შენარჩუნდეს სექტემბერ-ოქტომბრის პირველ ნახევრამდე. დრამატული მატება შემდგომი 4-6 კვირა არ გვექნება, მაგრამ გამოვლენა და ტესტირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ბოლო ერთი კვირის მონაცეებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 13 737 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი