გასული ერთი კვირის (21.08-28.08) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 13 737 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა სამი პაციენტი - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამავე პერიოდში, ქვეყანაში კორონავირუსისგან 14 486 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 76 704 ტესტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია - 17.91%.