ნევროლოგის ოთარ თოიძის ინფორმაციით, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარა. როგორც თოიძემ აღნიშნა, სააკაშვილმა ყველა იმ კითხვას გასცა პასუხი, რომელსაც ექსპერტი ეკითხებოდა, მათ შორის პროცედურულ საკითხებზეც. მისივე თქმით, უცხოელი ექსპერტი დასკვნას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს.