პრემიერ- მინისტრმა მთავრობის სხდომაზე იმ განკარგულებაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც თბილისში 2 400 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს, ზუგდიდში 1 700, ხოლო ქუთაისში 720 ოჯახის განსახლება მოხდება. პრემიერის თქმით, 2025 წლამდე ახალი საცხოვრებელი ფართები ჯამში 13 000-მდე ოჯახს გადაეცემა. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის ზრდის პოზიტიურ დინამიკასა და სამუშაო ადგილების შემქმნაზე.