ხეების გადატანის პროცესი შეჩერდა

13 იანვარი 2017, 00:00 2101 ნახვა

მაგნოლიის ხის ტრანსპორტირება შეჩერდა-სამუშაოების მწარმოებელ კომპანია “ზიმოში” კომენტარს არ აკეთებენ, პირად საუბარში კი განმარტეს, რომ ტრანსპორტირება უამინდობის გამო გადაიდო და ხვალისთვის განახლდება. ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციასთან დილიდან მიმდინარეობდა ტრანსპორტირებისთვის საჭირო სამუშაოები,  სარკინიგზო მაგისტრალის სადენების ჩახსნა და სატვირთო ავტომობილის ცენტრალურ მაგისტრალზე გადმოყვანა. ადგილზე ხის გადატანა ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ბონდო თედორაძემ გააპროტესტა. მისი თქმით, ციხისძირი საკურორტო ზონაა და არ უნდა ხდებოდეს ასწლოვანი ხეების გადარგვა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, კი ტერიტორია, რომელზეც აღნიშნული ნარგავებია კერძო საკუთრებაა. ციხისძირიდან ურეკის დენდროლოგიურ პარკში სულ 4 სხვადასხვა ჯიშის 9 ხის გადატანა იგეგმება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი