შესაძლოა, იყოს გარკვეული დივერსია, გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს - პრემიერი ხანძრებზე

29 აგვისტო 2022, 14:10 671 ნახვა

პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, მთავრობის სხდომაზე, საქართველოში რამდენიმე ადგილას გაჩენილ ხანძრებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არაა გამორიცხული, საქმე დივერსიას ეხებოდეს.

"ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა განცდა, რომ შესაძლოა, ეს ზოგიერთი ადამიანის დაუდევრობით ან სიცხის გამო იყო გამოწვეული... არის ვერსიებიც, რომ შესაძლოა, იყოს გარკვეული დივერსიაც. არაფერი არ არის გამორიცხული. გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს, ჩვენ არაფრის გამორიცხვა არ შეგვიძლია, ვინაიდან, ვიცით რა, სწორედ ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალების ბუნება და მათი დივერსიული მიდრეკილებები, არაფერი არ არის გამორიცხული. გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს და ყველა ვერსიაზე უნდა გასცეს ამომწურავი პასუხი. ვიცი, რომ ასეც იქნება. აქვე, მინდა, ჩვენს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოვუწოდო. უკვე რამდენიმე კვირაა, ქვეყანაში წვიმა არ მოსულა. ეს ძალიან რთული ვითარებაა, თუმცა, მინდა, აქვე აღვნიშნო, რომ ხანძრები მთელ ევროპასა და ამერიკაშიცაა მოდებული, რაც დიდი გამოწვევაა. ასე რომ, ასეთ საკითხებს მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი