ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა "ვივამედში" ამერიკელი სამედიცინო ექსპერტი ერიკ გოლდსმიტი იმყოფება. მას მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით , უახლოეს საათებში საქართველოში ასევე ჩამოვა შვეიცარიელი ექსპერტი, მომდევნო დღეებში კი ქვეყანაში კიდევ ორ ამერიკელ სამედიცინო ექსპერტს ელოდებიან.
უცხოელი სამედიცინო დაგეგმილი აქვთ შეხვედრა ცენტრ „ემპათიის“ წარმომადგენლებთან და სააკაშვილის ოჯახის წევრებთან.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად ორ სამედიცინო ექსპერტზე უწყებას თანხმობა გაცემული აქვს.