ეროვნული ლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში მოქმედმა ჩემპიონმა ''დინამო'' ბათუმმა მოულოდნელად საგურამოში ''ლოკომოტივთან'' ფრედ 1-1 ითამაშა და ქულები დაკარგა.
მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობა ბათუმელთა მხარეს იყო, თუმცა ანგარიში 52-ე წუთზე პენალტიდან ძებნიაურმა გახსნა და ''ლოკომოტივი'' წინ გავიდა.
ამის შემდეგ ბათუმელთა შეტევები კიდევ უფრო გამძაფრდა, მაგრამ მეტოქის დაცვის ხაზი და მეკარე ოთო გოშაძე მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ.
86-ე წუთზე კი მამუჩაშვილის ჩაწოდების შემდეგ ფანცულაიამ ანგარიში გაათანაბრა და ბოლოადგილოსანთან წაგებას გუნდი გადაარჩინა.
საბოლოო ჯამში ''ლოკომოტოვმა'' ანგარიში შეინარჩუნა და ფრედ 1-1 დაასრულა.
23 ტურის შემდეგ ''დინამო'' ბათუმი 54 ქულით ისევ პირველ ადგილზეა , მაგრამ თბილისის ''დინამოსთან'' სხვაობა 7 ქულამდე შემცირდა.
მომდევნო ტურში 1 სექტემბერს ბათუმელები შინ ''თელავს'' უმასპინძლებენ.