უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს გელა გოგიას სამშობლოში ორშაბათს ჩამოასვენებენ. გელა გოგია გუშინ საღამოს აღმოსავლეთ ფრონტის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში დაიღუპა. ის ოკუპანტების წინააღმდეგ დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში იბრძოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მისი დანაყოფი სარაკეტო იერიშში მოყვა, რა დროსაც მან სასიკვდილო ჭრილობები მიიღო და გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გელა გოგია წლებია უკრაინაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ოკუპანტების წინააღმდეგ ის 2014 წელსაც იბრძოდა.
ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ 25 აგვისტოს უკრაინაში 4 ქართველი მებრძოლი დაიჭრა.