ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ენერგოქსელს ხელახლა დაუკავშირდა, -ამის შესახებ კომპანია „ენერგოატომი“ იუწყება.კომპანიის ინფორმაციით, ელექტროსადგურის ერთი რეაქტორი ქსელს დაუკავშირდა და სიმძლავრეს იკრებს. გუშინ ისტორიაში პირველად ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ენერგობლოკი ენერგოქსელიდან გაითიშა.