ბათუმის მთავარი ნაძვის ხე შეარჩიეს - გამოკითხვა დასრულდა

26 აგვისტო 2022, 16:12 2732 ნახვა

ბათუმის მთავარი ნაძვის ხის შერჩევასთან დაკავშირებით გამოკითხვა დასრულდა, - ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამოკითხვაში მონაწილეობა 20 ათას 857-მა მოქალაქემ მიიღო. ყველაზე მეტი მოწონება - 13 ათას 704 ხმა კი მესამე ესკიზმა დააგროვა.

ბათუმელებს საშუალება ჰქონდათ, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე 4 ესკიზიდან შეერჩიათ.

მერიის ინფორმაციით, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის შესყიდვისთვის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ტენდერის გამოცხადებას უახლოეს პერიოდში გეგმავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი