დასავლეთ საქართველოში სილქნეტის აბონენტებს ისევ შეფერხებით მიეწოდებათ ინტერნეტი. კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ, როდის აღდგება ქსელის მუშაობა სრულად.
აბონენტების ნაწილს რამდენიმესაათიანი შეფერხების შემდეგ აღუდგა ინტერნეტის მიწოდება.
მაგისტრალზე დაზიანების გამო დასავლეთ საქართველოში „სილქნეტის“ ქსელის აბონენტებს ინტერნეტის მიწოდება დილიდან შეუწყდათ, რის გამოც რამდენიმე საათით ბანკებმა და ზოგიერთმა ორგანიზაციამ მუშაობა დროებით შეაჩერეს.