არის თუ არა დაცული ჩვენს ქვეყანაში დასაქმებულთა შრომითი უფლებები კვლევა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორიგნის ცენტრმა“ ჩაატარა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანი დარღვევები მძიმე მრეწველობის სფეროში გამოიკვეთა. არასამთავრობო ორგანიზაცია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის საქმიანობით დაინტერესდა. კვლევა ქვეყანაში არსებული კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზს მოიცავს.