ვითარება სტიქიის ზონაში

25 აგვისტო 2022, 17:21 637 ნახვა

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები 24 საათიან რეჟიმში განაგრძობენ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებს. ხანძრის ქრობის პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. რთული სალიკვიდაციო სამუშაოების მიუხედავად, არც ერთი მეხანძრე-მაშველი და ხანძრის ქრობაში მონაწილე უწყებების არც ერთი წარმომადგენელი არ დაშავებულა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი