ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულის მდომარეობა სტაბილურად მძიმეა. იგი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ბათუმი ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანია დაშავდა. ერთამენთს მაზდას, ჰონდასა და ფორდის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს. გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტო სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.