ხმელნიცკის ოლქზე ორი სარაკეტო თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, დაშავებულია ერთი ქალი და ორი ბავშვი. დნეპროპეტროვსკში საცხოვრებელი სექტორისა და რკინიგზის სადგურის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კი 25-მდე გაიზარდა , მათ შორის ორი ბავშვია.
ჩაპლინოში სამაშველო და სამძებრო სამუშაოები დასრულდა. ჩაპლინოს რკინიგზის სადგურის მიმართულებით რუსეთმა 5 სარაკეტო დარტყმა განახორციელა.
იერიშს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტვიტერზე გამოეხმაურა და თავდასხმას სიმხეცე უწოდა.