აჭარის ტურისტული შესაძლებლობების რეკლამირება გრძელდება. ამჯერად, რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლები ტელეკომპანია „ევრონიუსის“ ეთერში ტრიალებს.
რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს მსოფლიოს 160 ქვეყანაში ევრონიუსის მილიონობით მაყურებელი ეცნობა. გარდა სატელევიზიო რეკლამისა, ევრონიუსის გადამღები ჯგუფი აჭარის შესახებ სიუჟეტს მოამზადებს, რომელიც გადაცემა ,,FOCUS”-ის ეთერში სექტემბერში გავა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამთო და საზღვაო ტურისტული შესაძლებლობების რეკლამა აქტიურად მიმდინარეობს სამიზნე ქვეყნებში, რომელთა შორისაა პოლონეთი, ლიეტუვა, ესტონეთი, ლატვია, ისრაელი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი.