უკრაინის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს ბათუმის ბულვარში. ცნობილი უკრაინელი პოეტების ლესია უკრაინკასა და ტარას შევჩენკოს ბიუსტები უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებმა ყვავილებით შეამკეს. გაჟღერდა უკრაინისა და საქართველოს ჰიმნები.
უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ქართველ ხალხს თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადეს.