ხელვაჩაურში სახალხო დღესასწაული „კოლხობა“ აღინიშნება. წელს ღონისძიება სარფში ზღვის სანაპიროზე მოეწყობა.
დაგეგმილია გამოფენა, წარმოდგენილი იქნება რეწვის ოსტატების ნამუშევრები. გაიმართება კოსტიუმირებული პერფომანსი.
ღონისძიებაში მუსიკალური ჯგუფები და ფოლკლორული ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას. საღამოს 8 საათზე კი ლაშა ღლონტის კონცერტი გაიმართება